Thursday, March 31, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ დატვირთული იყო.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.  შევადგინე შეფასების გეგმა და ის მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებ,პროექტის სხვადასხვა ეტაპზე,დავგეგმე სხვადასხვა აქტივობა,შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები.

Tuesday, March 29, 2016

მესამე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მეორე მოდული.მე ვფიქრობ,რომ სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.ის უნდა უკავშირდებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.შევუსაბამე შესაბამისი  კლასის სტანდარტს.განვსაზღვრე პროექტის მიზნები და შესაბამისობა  ბლუმის ტაქსონომიასთან.პროექტი აგებულია სააზროვნო კითხვებზე.

Thursday, March 24, 2016

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ პირველი მოდულის განხილვა საინტერესო იყო.მოვიფიქრეთ პროექტის თემა.შევქმენით ბუკლეტი.ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები.განვსაზღვრეთ დაგეგმილი პროექტის შინაარსი,მნიშვნელობა და მოლოდინები.საინტერესო იყო ვიდეო გაკვეთილები,რომელიც ძალიან დაგვეხმარება სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

Tuesday, March 22, 2016

პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ ინტელის ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისთვის,რადგან აუცილებელია პროექტების განხოეციელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეს დაწვრილებით განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების არსი და მნიშვნელობა. გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტი.ყველა კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი.