დღეს ვისწავლეთ პორთფელიოს გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის საშუალებით.ვისწავლეთ მასში ცვლილებების შეტანა და კომენტარების წერა ბლოგზე.წარმოვაგდგინეთ პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინეთ, განვიხილეთ და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.რადგან ვისწავლე სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვა და ორგანიზება,შაბლონისა და ბუკლეტის შექმნა.დიაგრამების გამოყენება და სხვა საინტერესო ინსტრუნენტის გამოყენება.
Tuesday, April 19, 2016
Thursday, April 14, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმა.შევქმენი გამოკითხვის ფორმები,ვისწავლე მათი შევსება და გამოქვეყნება ბლოგზე.
Tuesday, April 12, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე,ინტელის სახელმძღვანელიში ვნახეთ მოსწავლის დამხმარე რესურსები.მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. განვიხილეთ და ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტის შექმნა და დამატება,სურათების ჩასმა,საათისა და მთვლელის დამატება.
Thursday, April 7, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
განვიხილეთ და შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. დავასრულეთ სლაიდშოუ და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Tuesday, April 5, 2016
Thursday, March 31, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ დატვირთული იყო.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. შევადგინე შეფასების გეგმა და ის მეთოდები, რომელსაც გამოვიყენებ,პროექტის სხვადასხვა ეტაპზე,დავგეგმე სხვადასხვა აქტივობა,შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები.
Tuesday, March 29, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მეორე მოდული.მე ვფიქრობ,რომ სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.ის უნდა უკავშირდებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.შევუსაბამე შესაბამისი კლასის სტანდარტს.განვსაზღვრე პროექტის მიზნები და შესაბამისობა ბლუმის ტაქსონომიასთან.პროექტი აგებულია სააზროვნო კითხვებზე.
დღეს განვიხილეთ მეორე მოდული.მე ვფიქრობ,რომ სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.ის უნდა უკავშირდებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.შევუსაბამე შესაბამისი კლასის სტანდარტს.განვსაზღვრე პროექტის მიზნები და შესაბამისობა ბლუმის ტაქსონომიასთან.პროექტი აგებულია სააზროვნო კითხვებზე.
Thursday, March 24, 2016
მეორე დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ პირველი მოდულის განხილვა საინტერესო იყო.მოვიფიქრეთ პროექტის თემა.შევქმენით ბუკლეტი.ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები.განვსაზღვრეთ დაგეგმილი პროექტის შინაარსი,მნიშვნელობა და მოლოდინები.საინტერესო იყო ვიდეო გაკვეთილები,რომელიც ძალიან დაგვეხმარება სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
Tuesday, March 22, 2016
პირველი დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, რომ ინტელის ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ყველა პედაგოგისთვის,რადგან აუცილებელია პროექტების განხოეციელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დღეს დაწვრილებით განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების არსი და მნიშვნელობა. გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტი.ყველა კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი.
Subscribe to:
Posts (Atom)